Tuesday, April 28, 2015

საინტერესო ფაქტები ბუნებაზე

     არ იქნება სიახლე თუ ვიტყვი, რომ საკმაოდ მრავალფეროვან  გარემოში ვცხოვრობთ. ჩვენ გარშემო უამრავი საინტერესო ფაქტი თუ მოვლენა მომხდარა, არსებობს და მომავაშიც საკმაოდ ბევრ სიახლეს შევიტყობთ. გთავაზობთ რამოდენიმე მათგანს.

1. არაბეთის ნახევარკუნძულზე ხარობს მცენარე, რომელსაც ”სიცოცხლის ყვავილს” ეძახიან. მის თესლს შეუძლია ადამიანს უმიზეზოდ სიცილი დააწყებინოს. შეტევა 30-35 წუთი გრძელდება, შემდეგ კი ადამიანს ეძინება. აღნიშნულ თესლს ადგილობრივი მოსახლეობა კბილის ტკივილის გასაყუჩებლად იყენებს.

2.ანტარქტიდაში აღმოაჩინეს ტბა, რომელშიც წყალი 11-ჯერ მლაშეა, ვიდრე ზღვაში, ამიტომ იგი მხოლოდ მინუს 50 გრადუსსზე იყინება.

3.ბუნებაში არსეუბული უამრავი ბაქტერიიდან მხოლოდ 1% შეუძლია ადამიანის დაავადება.

4.ზოგიერთი სახის ჭიაყელები საკვების არქონის შემთხვევაში საკუთარ სხეულს მიირთმევენ, მათ შეუძლიათ შეჭამონ საკუტარი სხეულის 95%

5. 45 მილიარდი წლის წინ როდესაც მთვარე სულ ახალი წარმოქმნილი იყო დედამიწისგან 22530 კილომეტრის დაშორებით იმყოფებოდა და 3-ჯერ დიდი იყო.

6.შხამიან ბაყაყს ტავისი შხამი ეყოფა 2200 კაცის მოსაკლავდ.

7. 1 წუთში მზე იმაზე მეტ ენერგიას გამოიმუშავებს, ვიდრე დედამიწა მთელი წლის განმავლობაში ხარჯავს.

8.იუპიტერი არის მზის სისტემის “მტვერსასრუტი”,რომელიც შთანთქავს მეტეორებსა და კომეტებს.მეცნიერები ვარაუდობენ,რომ თუკი იუპიტერი არ “გაასუფთავებდა” გალაქტიკას,კომეტებისა და მეტეორების დედამიწაზე შეჯახების ალბათობა ათი ათასჯერ მაღალი იქნებოდა.

9.ბორჯომი-ბაკურიანი , ეს ხიდი ეიფელის აშენებულია
10.მსოფლიოში ყველაზე ღრმა კასტრული გამოქვაბული მდებარეობს აფხაზეთში.სახელად-კრუბერა.


















Saturday, April 25, 2015

9 ყველაზე საოცარი გზა მსოფლიოში

     ალბათ, თქვენც გქონიათ მომენტი, როდესაც ავტომობილის მართვისას გზაზე მოხვდებით, რომელიც იმდენად გაჯერებულია ბუნებრივი თუ არაბუნებრივი მორთულობებით, რომ ყველა პრობლემა მყისიერად გავიწყდებათ და რაღაც სხვა, სიურეალურ, რომანტიულ სამყაროში გადადიხართ. ფანჯრებს ბოლომდე ჩაუწევთ, მუსიკას გამორთავთ და ბუნების „სიჩუმეს“ დაუგდებთ ყურს. ახლა უკვე ნამდვილად იცით, რომ ცხოვრება მართლაც მშვენიერია და  გინდებათ რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს ეს სიმშვენიერე. წარმოგიდგენთ 9 ყველაზე საოცარ გზას მსოფლიოში …

Overseas Highway, ფლორიდა        

წარმოიდგინეთ, მოძრაობთ საოცარ გზაზე, რომელიც ორ კუძულს შორის, 205 კილომეტრ მანძილზეა გადაჭიმული ლურჯი ოკეანის თავზე. 1938 წელს აშენებული მაგისტრალი წარმოშობით 1912 წელს აშენებულ რკინიგზას წარმოადგენს, რომელიც ძლიერმა ქარიშხალმა დაანგრია.
ორ საათიანი  გზა კიდევ უფრო მეტ სიამოვნებას მოგანიჭებთ, თუკი მოგზაურობას ისე დაგეგმავთ, რომ მანქანის მართვის პარალელურად მზის ამოსვლით ან ჩასვლით დატკბობა მოგიწიოთ.

Guoliang Tunnel Road, ჩინეთი 


  ეს, ჩემი აზრით, მსოფლიოში ყველაზე გასაოცარი გზა, აშენებული მხოლოდ 13 ადგილობრივი სოფლის მოსახლის მიერ მხოლოდ ხუთ წელიწადში. და ეს ის შემთხვევაა, როდესაც რწმუნდები, რომ ადამიანის შესაძლებლობებს მართლაც არა აქვთ საზღვარი. გულიანგის გვირაბის ფოტოები ხშირად ეშლებათ ბოლივიის „სიკვდილის გზაში“. მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელიც ძალიან სახიფათოა, ჩინურ სივდილის გვირაბს მაინც ვერ შეედრება. გუოლიანგი მსოფლიოში ყველაზე საშიშ გზად არის მიჩნეული, თუმცა, ალბათ დამეთანხმებით, აქ მიღებული ადრენალინი მთელი ცხოვრება თან გაგყვებოდათ.


Ruta 40, არგენტინა

წარმოიდგინეთ შოკის მომგვრელად გრძელი გზა, 4406 კილომეტრი, რომელიც 20 ნაციონალურ პარკს აკავშირებს ერთმანეთთან და რომელიც ანდების მთებს მიუყვება. არგენტინის „რუტა 40“ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გრძელი გზაა. ზოგიერთ მონაკვეთში მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 5000 მეტრს აღწევს. მოკლედ, მართლაც თავგადასავლებით სავსე და სასიამოვნო მოგზაურობა შეიძლება გამოგივიდეთ!!





Iroha-Zaka, იაპონია


გზა, რომელიც იაპონიის მაგიურ ბუნებაშია ინტეგრირებული, ნიკოსა და ოკუ-ნიკოს დასახლებებს აერთებს ერთმანეთთან. „იროჰა-ზაკა“ შედგება 48 რკალისებრი მოსახვევისგან. ეს ციფრი შემთხვევითი სულაც არ გახლავთ, ძველ იაპონურ ანბანში სწორედ ამდენი ასოა.







Khardung Pass, ინდოეთი

უნდა მოხვდეს თუ არა თბილისის ახალი ესტაკადები ჩვენს სიაში? – მიუხედავად იმისა, რომ ისინი საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურებიან, არა მეგობრებო, მათ არანაირი შანსი არა აქვთ. რატომ? – მაგალითად, გზა, რომელსაც ახლა წარმოგიდგენთ მდებარეობს ყველაზე მაღლა მსოფლიოში, უფრო კონკრეტულად - 5,359 მეტრზე.






Transfagarasan, რუმინეთი

ეს არის გზატკეცილი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე პოპულარულმა საავტომობილო შოუმ, Top Gear-მა, მსოფლიოში საუკეთესო გზად დაასახელა. ტრანსფაგარასანი 70იან წლებში აშენდა. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს, ნიკოლაე ჩაუშესკომ, რომლის ძალისხმევითაც მოხერხდა ამ გზის აგება, მსოფლიოში საუკეთესო ფორმულა 1-ის ტრასის აღება და უმშვენიერეს პეიზაჟში მისი ინსტალაცია დაავალა მშენებლებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩაუშესკუ სიკვდილით დასაჯეს, მთელი მსოფლიოს ავტომოყვარულები მადლობელნი არიან კაცის, რომელმაც მათ საუკეთესო გზა აჩუქა.  

Karakoram, ჰიმალები


კარაკორამის გზა ცნობილია როგორც „მეგობრობის გზატკეცილი“. იგი ჩინეთსა და პაკისტანს აკავშირებს ერთამეთთან. კარაკორამი 1300 კილომეტრი სიგრძისაა და პირდაპირ ჰიმალაებს კვეთავს. გზად უამრავ რომანტიულ ადგილს გადააწყდებით – მაგალითად, მოჩვენებებით სავსე ქალაქი აბოთაბადი, სადაც აწ განსვენებულმა ოსამა ბინ ლადენმა იპოვა თავისი სიყვარული 




Highway 1, კალიფორნია


ეს მაგისტრალი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გზა გახლავთ მოგზაურობის მოყვარულთა შორის. იგი კალიფორნიის სანაპირო ქალაქს, სან სიმეონს, აერთებს ბიგ სურის კარმელთან.
ზოგს, ალბათ, ძალიან შეეშინდებოდა გიგანტური ფრიალო კლდეებიდან გადმოხედვა, სხვებისთვის კი ეს ენით აღუწერელი სიამოვნება იქნებოდა, მით უმეტეს, თუკი გავითვალისწინებთ, რომ იქ წყნარი ოკეანე გველოდება მისი ულამაზესი სანაპიროებით.

Red Rock Scenic Road, არიზონა


179-ე მარშრუტი, რომელსაც გარს წითელი ქვები და გრუნტი აკრავს, არიზონას მიუყვება 12 კილომეტრის მანძილზე. იგი აღიარებულია როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ხედების მქონე გზა და ცნობილია როგორც “მუზეუმი კედლების გარეშე”.








იმედია ისიამოვნეთ )) ♥