Monday, May 25, 2015

როგორი იქნებოდა ცნობილი ქალაქები ღირსშესანიშნაობების გარეშე

ხშირად ზოგიერთი ქალაქის მთავარი სავიზიტო ბარათი მისი ღირსშესანიშნაობაა, რომელიც უამრავ ტურისტს იზიდავს და ქალაქს უფრო პოპულარულსა და მიმზიდველს ხდის , ვნახოთ როგორი იქნებოდა რამოდენი ქალაქი მათი მთავარი ღირსშესანიშნაობის გარეშე.

პარიფი-ეიფელის კოშკი










ლონდონის ხიდი



















სიდნეო-ოპერის თეატრი

ნიუ-იორკი - თავისუფლების ქანდაკება


















ინდოეთი - ტაჯ-მაჰალი



















                                                          რიო დე ჟანეირო - ქრისტეს ქანდაკება





















                                                                    მაჩუ-პიჩუ














Thursday, May 14, 2015

6 ყველაზე იდუმალი ტყე მსოფლიოში

  ადამიანები, ჯერ კიდევ შორეულ წარსულში მიიჩნევდნენ, რომ იდუმალებით მოცულ, დაბურულ ტყეში, შესაძლოა ბნელი ძალები ბუდობენ და უცნაური მოვლენებიც
არცთუ იშვიათად ხდება. თქვენ ფიქრობთ, რომ ეს მხოლოდ ზღაპრებია პატარებისთვის? მათ ვისაც მისტიკის სჯერათ, ირწმუნებიან, რომ ეს სულაც არ არის ასე და დედამიწაზე ახლაც არსებობს ტყეები, სადაც აუხსნელი, იდუმალი ფაქტები ფიქსირდება.

Wychwood Forest – დიდ ბრიტანეთში არის ტყე, რომელიც ოქსფორდშირის საგრაფოში მდებარეობს და ოდესღაც სამეფო სანადირო ადგილებს წარმოადგენდა. აქ მოხვედრილი
ხალხი გრაფ ლესტერის გარდაცვლილი მეუღლის აჩრდილს ხედავენ, რომელიც გაურკვეველ ვითარებაში, ამავე ტყეში დაიღუპა. ლეგენდის თანახმად, ერთხელ დაქვრივებული გრაფი ტყეში ნადირობისას
გარდაცვლილ მეუღლეს გადაეყარა. აჩრდილმა უთხრა, რომ ისინი ათი დღის შემდეგ კვლავ ერთად იქნებიან. ათ დღეში, სრულიად ჯანმრთელი მამაკაცი მართლაც ავად გახდა და დაიღუპა. აჩრდილი კი დღემდე დაბორიალობს ტყეში.



Frith Wood – ეს ტყეც დიდ ბრიტანეთში მდებარეობს. მე–19 საუკუნეში, აქ, ნაპოლეონის ომების დროს ტყვედ ჩავარდნილი ფრანგი სამხედროებისათვის ყაზარმები ააშენეს. ერთ–ერთი ტყვე ადგილობრივ გოგონას შეუყვარდა, მაგრამ ამ სიყვარულის
წინააღმდეგნი მამა და ძმა აღმოჩნდნენ, რომლებმაც უცხოელი მხეცურად მოკლეს. რამდენიმე დღის შემდეგ, გოგონაც მკვდარი იპოვეს. სავარაუდოდ, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მას შემდეგ, ტყეში ხშირად ხედავდნენ მობორიალე აჩრდილს, რომელიც ადგილობრივ გლეხებს აშინებდა. 















Epping Forest – კიდევ ერთი იდუმალი ტყე, რომელიც დიდ
ბრიტანეთში, კერძოდ, ლონდონის აღმოსავლეთით მდებარეობს, გამოირჩევა არა მხოლოდ მისტიკური, არამედ რეალური საშინელებებითაც. ეს იყო ცნობილი, დაუნდობელი დამნაშავეების – დიკი ტარპინის და პოლიციელის მკვლელის, გარი რობერტსის თავშესაფარი. ამბობენ, რომ ბოროტი ტარპინის აჩრდილი ახლაც დაძრწის ტყეში. ბრიტანეთის ერთ–ერთი სატელევიზიო არხი მოჩვენების გადაღებას შეეცადა, თუმცა ვერაფერს მიაკვლია. 

Schwarzwald – ნაკლებად საშინელი ისტორიები უკავშირდება
გერმანიაში მდებარე ამ დაბურულ, უღრან ტყეს. ის მდინარე რაინის ნაპირის გასწვრივ მდებარეობს და ძმები გრიმების და სხვა არაერთი მეზღაპრის შთაგონების წყარო გახდა. იქ მოხვედრილს
მართლაც უჩნდება შეგრძნება, რომ სადღაც ზღაპრულ სამყაროში მოხვდა და იქ სიახლოვეს ელფები და კუდიანები იმალებიან. ტყეში შესვლისთანავე, მნახველის გონებაში ცოცხლდება ზღაპრები ბოროტ ჯადოქრებზე, კეთილ გნომებზე, მოჩვენებებზე, შავი მაგიის საშუალებით მომხდარ სასტიკ მკვლელობებზე...

Hoia-Baciu – ეს ტრანსილვანიური ტყე, რომელიც რუმინეთში მდებარეობს, შოკში აგდებს ნებისმიერს. გარშემო მდებარე სოფლების მცხოვრებლები ირწმუნებიან, რომ ტყის ცენტრში მდებარეობს ცარიელი ადგილი და თუ იქ შეხვედი, უკან ვეღარასდროს დაბრუნდები. როდესაც ამ ადგილს ადამიანი უახლოვდება, პანიკის შეგრძნება ეუფლება და გულისრევები ეწყება. საშიშ ტერიტორიასთან მიახლოვება სხვა ნიშნებითაც შეიძლება შეამჩნიოთ: ამ მიდამოებში, 
ხეები, რომლებიც წესით სწორად უნდა იდგნენ, გაკვანძულები არიან.


Aokigahara – იაპონიაში, ფუძის მთის ჩრდილო–დასავლეთით, მდებარეობს დაბურული ტყე, რომელიც პლანეტის ერთ–ერთ
ყველაზე სახიფათო და უცნაურ ადგილად ითვლება. ტურისტს იქ გზა ძალიან ადვილად დაებნევა, რადგან კომპასი ჭკუიდან გადადის და ისრები უაზრო ტრიალს იწყებენ. თუმცა, გეოლოგებს ამ მოვლენის მეცნიერული ახსნა აქვთ და ირწმუნებიან, რომ ამ მოვლენის მიზეზი ხეებს ქვემოთ, მიწის სიღრმეში არსებული რკინის გიგანტური ფილებია, მაგრამ ახსნა არ აქვს იმ მოვლენას, რომ 1950 წლიდან მოყოლებული დღემდე, 500–მა ადამიანმა ამ ტყეში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ადგილობრივების მონათხრობით, ტყიდან ყოველ ღამით ისმის ყვირილის ხმა. როგორც ჩანს, გარდაცვლილთა სულებმა სიკვდილის შემდეგაც ვერ ჰპოვეს მოსვენება...






10 შოკისმომგვრელი ფოტო, რომლებმაც შეძრეს მსოფლიო

სურათი ფერწერული ნაწარმოებია. დამოუკიდებელი მხატვრული მნიშვნელობის, დამთავრებული ხასიათის მქონე ნახატი. სურათი, ეს ისეთი რამაა, რასაც ვერ ჩაანაცვლებს ვერაფერი. სურათები იმახსოვრებენ მომენტებს, სწორედ ისინიგვინახავენ დაუვიწყარ მოგონებებს. ზოგჯერ ისინი საშინლად მტკივნეულ შინაარს ატარებენ. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ 10 ყველაზე შოკისმომგვრელ ფოტოს, რომელთაც შეძრეს მსოფლიო.
გაფრთხილება: წინასწარვე იცოდეთ, რომ ქვემოთ არსებულ გამოსახულებებში ასახულია ძალადობის და სიკვდილის ფაქტები. (ერთ-ერთ შემთხვევაში არის გარდაცვლილი ბავშვი).

10. კოსოვოს ლტოლვილები (ქეროლ გასი)
აღნიშნულ სურათზე ასახულია აჯიმ შალა, ორი წლის ბიჭუნა, რომელსაც უწევს ეკლიან მავთულხლართებს შორის გაძრომა. ეს ის პროცესია, როდესაც ათასობით კოსოვოელი დევნილი ცდილობს ალბანეთში დაბანაკებას.


9. ომი ფეხებქვეშ (ქეროლაინ კოული)
                                                                                           ამ ფოტოზე ხედავთ, რომ მთელი მონროვიის ქუჩა მოცულია ტყვია გრაგნილებით. ერთ-ერთი მაცხოვრებელი კი უშიშრად მიაბიჯებს ტყვიების “მინდორზე".

8. ტაილანდი, მასაკრე (ნილ ულევიჩი)
თამასატის უნივერსიტეტში, მასაკრეში 6 ოქტომბერს 1976 გაიმართა დემონსტრაცია. ეს იყო საშინლად ძალადობრივი თავდასხმა სტუდენტებზე, რომლებიც დემონსტრირებას საველე მარშლის თენომ კიტიკაჩორნის წინააღმდეგ. აქციის მონაწილეები და სტუდენტები სცემეს, დაახიჩრეს, დახვრიტეს და ცოცხლად დაწვეს.

7. შტორმის შემდეგ (პატრიკ ფარელი)
მაიამელმა ფოტოგრაფმა პატრიკ ფარელმა გადაიღო შემაძრწუნებელი გამოსახულებები, ჰაიტის 2008 წლის ტრაგედიის შესახებ. ერთ-ერთი ასეთი შავ-თეთრი ფოტოა “შტორმის შემდეგ", რომელზეც პატარა ბიჭი ცდილობს გადაარჩინოს ტროპიკული ქარიშხლის შედეგად განადგურებული ეტლი,რომელშიც სავარაუდოდ უცნობი პირის გვამი იმყოფება.

6. ერთი ასის წინააღმდეგ (ოდიდ ბელილთი)
2006 წელს, ისრაელის ხელისუფლებამ გასცა უკანონო განკარგულება გარემოვაჭრეების ევაკუაციის შესახებ. ეს ევაკუაციის მცდელობა სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა. ამ ფოტოზე გამოსახულია მამაცი ქალი, რომელიც უშიშრად ეტაკება ათობით ჯარისკაცს.
                                                                                             5. მსოფლიო სავაჭრო ცენტრი 9/11 (სტივ ლუდლამი)
სტივ ლუდლამის ფოტოები ენით აუღწერელ და განსაცვიფრებელ ფოტოკოლაჟს წარმოადგენს. ერთ-ერთი ასეთია მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ინციდენტი. როდესაც სატვირთო თვითმფრიანვი შეეჯახა მაღალ ცათამბრჯენს, სავაჭრო ცენტრს, რამაც საშინელი მტვრის კორიანტელი, აფეთქება და ხანძარი გამოიწვია.
4. ცუნამის შემდეგ (არკო დატა)
"ცუნამის შემდეგ" გვიჩვენებს ინდოელ ქალს, რომელიც წევს ქვიშაზე გაშვერილი ხელებით და გლოვობს თავის გარდაცვლილ ოჯახის წევრებს. მისი ნათესავები დაიხოცნენ მასიური ბუნებრივი კატასტროფის დროს, ინდოეთის ოკეანეში მომხდარი ცუნამისას.
3. ბოფალის ტრაგედია 1984 (პაბლო ბართლომე)
პაბლო ბართლომე ცნობილია ინდოელ ფოტოჟურნალისტად, რომელმაც გადაიღო ბოფალის გაზის ტრაგედია თავისი ფოტოაპარატით. მას შემდეგ ოცდაეთი წელი გავიდა. ეს იყო ინდოეთის სამრეწველო კატასტროფა, რომლის დროსაც დაშავდა 558.125 ადამიანი და დაიღუპა 15, 000-ზე მეტი. იმის გამო, რომ უსაფრთხოების ნორმები და ტექნიკური პროცედურები არ იყო დაცული პესტიციდების ქარხნიდან გაზი და სხვა ქიმიკატები გაიჟონა. პაბლო ბართლომემ გადაიღო ეს დასამარებული ბავშვი.
2. ოპერაცია ლომის გული(დიანა ფილტზმაურისი)
“ოპერაცია ლომის გული", არის ამბავი 9 წლის ერაყელი ბიჭის შესახებ, რომელიც მძიმედ დაიჭრა აფეთქების დროს - ერაყის ომში. ბიჭი საავადმყოფოში მიიყვანეს, სადაც მას ათობით სამკვდრო-სასიცოცხლო ოპერაცია უნდა გადაეტანა. მისმა სიმამაცემ დაამარცხა სიკვდილი და მეტსახელად - სალეჰ ხალაფ, "ლომის გული" შეარქვეს.


1. ომაირა სანჩეზის ტრაგედია (ფრენკ ფურიეს)
ფრენკ ფურნიემ გადაიღო ტრაგიკული ფოტო, რომელზეც ასახულია ტალახში და ნანგრევებში ჩაფლული ომაირა სანჩეზი. ნევადო დელ რუის ვულკანის ამოფრქვევის დროს, კოლმბიაში, 1985 წელს მოხდა მასიური მეწყერი. რომელმაც გაანადგურა ქალაქები და დაიღუპა 25, 000 ადამიანი.
შემდეგი 3 დღის განმავლობაში ომაირა იბრძოდა, იბრძოდა სიცოცხლისთვის, თუმცა ბოლოს ჰიპოთერმია და განგრენა განუვითარდათ. მისი ტრაგიკული დაღუპვა გამოიწვია იმან, რომ სწრაფად არ მოხდა რეაგირება და მისი გადარჩენა. ფრენკ ფურნიემ ეს ფოტო გოგონას გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე გადაიღო.


ეს ფაქტები ძირითადად გამოწვეულია სტიქიური მოვლენების საფუძველზე.
გაუფრთხილდი ბუნებას და დამიჯერე ის ვალში არ დაგრჩება.! ♥










































Thursday, May 7, 2015

არსებობისთვის ბრძოლა და მისი ფორმები

   როგორც ვიცით საარსებო პირობები შეზღუდულია.ამიტომ ცოცხალ ორგანიზმებს უწევთ ბრძოლა არსებობისთვის.
არსებობისთვის ბრძოლა არსებობს ორი სახის:შიდასახეობრივი და სახეობათშორისი.
შიდასახეობრივი ბრძოლის მაგალითია ბრძოლა საკუთარი სახეობის წარმომადგენელთან საკვების მოსაპოვებლად,ტერიტორიის დასაკავებლად და სხვა.
     ეს სურათი ინდოეთშია ტბის პირას გადაღებული.აქ უამრავი გადამფრენი ფრინველი იყრის თავს.ტბაში არის თევზი კიბორჩხალები,რომლებსაც ფრინველები საკვებად იყენებენ.მაგრამ ფრინველების რაოდენობა ძალიან დიდია.ამიტომ მათ შორის მიდის კონკურენცია საკვებზე.ამ შემთხვევაში შესაძლებელია დააკვირდე როგორც შიდასახეობრივ,ასევე სახეობათშორის არსებობისათვის ბრძოლას,რადგან ტბაზე არამარტო ერთი,არამედ მრავალი სხვადასხვა სახეობის ფრინველი იყრის თავს.
ტბის სანაპიროზე ხშირად პოულობენ ხოლმე მკვდარ ფრინველებს.ისინი მათივე ან სხვა სახეობის ფრინველებმა დაჩაგრეს არსებობისთვის ბრძოლაში.
   სახეობის წარმომადგენლებს არსებობისათვის ზუსტად ერთნაირი პირობები ესაჭიროება.
არსებობისთვის ბრძოლა მოიცავს,არა მხოლოდ წინააღმდეგობრივ-ურთიერთობებს,არამედცოცხალი ორგანიზმების ურთიერთდახმარებას. მაგალითად,ლომები ერთად იკრიბებიან დიდი ზომის ცხოველებზე სანადიროდ,კამეჩები კი ერთობლივად გააძევებენ ხოლმე თავდასხმაზე გადმოსულ ლომს.
არსებობისთვის ბრძოლა გულისხმობს აგრეთვე თავდაცვას არაცოცხალი ფაქტორების ზემოქმედებისაგან. ამ ბრძოლაში ჩაბმულია ყველა ცოცხალი ორგანიზმი და არა მარტო ცხოველები. მაგალითად,მცენარეები კონკურენციას უწევენ ერთმანეთს წყლის და საკვებისათვის,მზის სინათლისთვის და სხვა.დაბურულ წიწვოვან ტყეში ნაკლებად იზრდება დაბალტანიანი მცენარეები,რადგან მათ მაღალტანიანი მცენარეები მზეს უჩრდილავს.

როგორ იცვლებიან ეკოსისტემები

ეკოსისტემა — ცოცხალი ორგანიზმებითა და მათი საბინადრო გარემოთი წარმოქმნილი ბუნებრივი კომპლექსია.
ეკოსისტემაში შემავალ ცოცხალ ორგანიზმებსა და იმ გარემო პირობებს შორის, რომელშიც ისინი ცხოვრობენ, განუწყვეტელი ურთიერთკავშირია – მუდმივად ხდება ნივთიერებათა ცვლა. ეკოსისტემა შეიძლება ჩამოყალიბდეს ბუნებრივად ან ადამიანის ზემოქმედებით. ბუნებრივი ეკოსისტემებია: ტბატყეველი, ჭაობი და სხვ. ხელოვნური ეკოსისტემაა მაგალითად ქალაქისოფელი და ა. შ.
ეკოსისტემაში მთავარია კვებითი ჯაჭვი რადგან თუ კი მისი უმცირესი კომპონენტი განადგურდება ეკოსისტემას საფრთხე ემუქრება.
წარმოიდგინე,რომ ტყეში სეირნობ.მაღალი ხეები მზეს ეფარებიან.შენ იცი რომ ხის გასაზრდელად მრავალი წელიწადია საჭირო.შესაძლოა ვიფიქროთ,რომ ტყე აქ ყოველთვის არსებობდა.მაგრამ ეს ტერიტორია ყოველთვის არ იყო დაფარული ტყით.დიდი ხნის წინათ ეს შეიძლება ყოფილიყო ტბა,რომლშიც ცოცხალი ორგანიზმები ცხოვრობდნენ.დროსთან ერთად მცენარეების და ცხოველების დაშლილი სხეულები ნელ-ნელა ილექებოდნენ ტბის ფსკერზე,სანამ ის საბოლოოდ არ გადაიქცა მწვანე ბალახებით და ყვავილებით დაფარულ ჭაობიან ადგილად.თანდათანობით ამ ადგილას ქარის მეშვეობით რაიმე ხის თესლი მოხვდა და დაიწყო ხეების ზრდა,რის შედეგადაც ტყე ჩამოყალიბდა.

ეკოლოგიური სუქსეცია არის პროცესი,რომლის განმავლობაში ორგანიზმების ერთი თანასაზოგადოება თანდათან მეორეთი იცვლება.
წარმოიდგინე პირობები რომლებიც ამოფრქვევადი ვულკანის გარშემო არსებობს.ძალიან ცხელი გამდნარი ლავა მიწაზე მიედინება და თავის გზაზე ყველაფერს ანადგურებს.როცა ლავა ცივდება,ის ახალ ზედაპირს ქმნის.
კენიური ანდაზის თანახმად-,,მოუარეთ დედამიწას,ის საჩუქრად არ მიგიღიათ მშობლებისგან-იგი თქვენმა შვილებმა გათხოვეს.” 

მტკნარი წყლის ეკოსისტემა, კუნძული გრან-კანარიაკანარის კუნძულები









Monday, May 4, 2015

მსოფლიოში 4 ყველაზე საშიში ადგილი

თუ მზად ხართ ემოციების გამოყოფისთვის და ნებისყოფის გამოცდისათვის, მაშინ გთავაზობთ სტატიას “მსოფლიოს ყველაზე საშიში ადგილები”, სადაც შეხვდებით მსოფლიოს სხავდასხვა ქვეყნის ძალზე უცნაურ და საშიშ ადგილებს, როგორიცაა: ციხე-კოშკი, სასჯელ აღსრულების დაწესებულება, სასაფლაო, ქალაქი, მაგისტრალი, კატაკომბები და სხვა.


1). საშინელი ადგილებიდან პირველ ადგილზე გახლავთ “ბოროტი მუზეუმი”, რომელიც მდებარეობს რუმინეთის ციხე-სიმაგრეში, ლეგენდაც დრაკულაზე სწორედ აქ წარმოიშვა. ამ ციხის ცათამბჯენი გალავანი თავისი გამოსახულებებით შიშის ზარს სცემდა ერთ საუკუნეზე მეტ ხანს თავის მომნახველებს და ლეგენდის თანახმად ციხე ეკუთვნოდა პრინც ვლად IV-ეს, იგივე ვლად დრაკულას, რომელიც ასევე ლეგენდის თანახმად, რომლის ორი მოსაზრება არსებობს, გარიყული იყო ნათესავებისგან დაავადების გამო და მეორე- ამ კოშკში მხოლოდ დასასვენებლად მიდიოდა ვამპირული მონადირების შემდგომ. მოგვიანებით კი ციხეს რესტავრირება გაუკეთა ამერიკელმა რეჟისორმა “ფრენსის ფორდ კოპოლამ” განთქმული ფილმის“დრაკულა”-ს 1992 წელს გადაღების დროს.



2). მეორე ადგილზეა “მელბურნის ციხე” ავსტრალიაში. სადაც სტუმრები წააწყდებიან პატიმართა დასასჯელი, ე.წ. “სასიკვდილო ნიღბების” სრულ კოლექციას. ამათგან ორ მათგანს წარმოგიდგენთ, სურათზე დაინახავთ “თეთრ ნიღაბს”, რომელსაც პატიმარი ე.წ. სეირნობის დროს ატარებდა კომუმიკაციის მიზნით და მეორე, “შავ ნიღაბს” კი უკეთებდნენ დაუმორჩილებელ პატიმარს მეტი ტკივილის მიყენების მიზნით.








3).“ჯვრების ქალაქი შაულაი”, მდებარეობს ჩრდილო ლიტვაში, სადაც ნახავთ ათასობით სხვადასხვა ფორმისა და წარმოშობის ჯვარს. ლეგენდის თანახმად იქ მდებარეობდა ასევე ხის ციხე-კოშკი “კულა”, რომელიც “Livonian”-ის ორდენის თანახმად 1348 წელს დაუწვავთ. თუმცა მაცხოვრებლებმა მოახერხეს მაინც იმ ადგილის გადარჩენა სრულ განადგურებას და დღეს ერთ-ერთი პოპულარულ ჯვრის მატარებელთა თაყვანისცემის ადგილს წარმოადგენს.




















4).“ქალაქი ცენტრალია” პენსილვანიის შტატში, სადაც 46 წლის მანძილზე ამოდის გზებზე მიტოვებულ შახტაში გაჩენილი ხანძრის კვამლი, ხოლო ხანძრის მიზეზი კი დღემდე გაურკვეველია. ვინაიდან ქალაქი გახვეულია ბურუსსა და ნავლში, იქ ცხოვრებაც შესაბამისად შეუძლებელია 1980 წლიდან. ყველასათვის კარგათ ნაცნობი ფილმი “საილენტ ჰილი”-ს გადაღების შთაგონების წყაროც სწორედ ეს ქალაქი გამხდარა, თუმცა ამ კინოში რა საშინელებებიც ხდება, მსგავსი ქალაქში არ არსებობს, ეს მხოლოდ რეჟისორის ფანტაზიაა.
















Tuesday, April 28, 2015

საინტერესო ფაქტები ბუნებაზე

     არ იქნება სიახლე თუ ვიტყვი, რომ საკმაოდ მრავალფეროვან  გარემოში ვცხოვრობთ. ჩვენ გარშემო უამრავი საინტერესო ფაქტი თუ მოვლენა მომხდარა, არსებობს და მომავაშიც საკმაოდ ბევრ სიახლეს შევიტყობთ. გთავაზობთ რამოდენიმე მათგანს.

1. არაბეთის ნახევარკუნძულზე ხარობს მცენარე, რომელსაც ”სიცოცხლის ყვავილს” ეძახიან. მის თესლს შეუძლია ადამიანს უმიზეზოდ სიცილი დააწყებინოს. შეტევა 30-35 წუთი გრძელდება, შემდეგ კი ადამიანს ეძინება. აღნიშნულ თესლს ადგილობრივი მოსახლეობა კბილის ტკივილის გასაყუჩებლად იყენებს.

2.ანტარქტიდაში აღმოაჩინეს ტბა, რომელშიც წყალი 11-ჯერ მლაშეა, ვიდრე ზღვაში, ამიტომ იგი მხოლოდ მინუს 50 გრადუსსზე იყინება.

3.ბუნებაში არსეუბული უამრავი ბაქტერიიდან მხოლოდ 1% შეუძლია ადამიანის დაავადება.

4.ზოგიერთი სახის ჭიაყელები საკვების არქონის შემთხვევაში საკუთარ სხეულს მიირთმევენ, მათ შეუძლიათ შეჭამონ საკუტარი სხეულის 95%

5. 45 მილიარდი წლის წინ როდესაც მთვარე სულ ახალი წარმოქმნილი იყო დედამიწისგან 22530 კილომეტრის დაშორებით იმყოფებოდა და 3-ჯერ დიდი იყო.

6.შხამიან ბაყაყს ტავისი შხამი ეყოფა 2200 კაცის მოსაკლავდ.

7. 1 წუთში მზე იმაზე მეტ ენერგიას გამოიმუშავებს, ვიდრე დედამიწა მთელი წლის განმავლობაში ხარჯავს.

8.იუპიტერი არის მზის სისტემის “მტვერსასრუტი”,რომელიც შთანთქავს მეტეორებსა და კომეტებს.მეცნიერები ვარაუდობენ,რომ თუკი იუპიტერი არ “გაასუფთავებდა” გალაქტიკას,კომეტებისა და მეტეორების დედამიწაზე შეჯახების ალბათობა ათი ათასჯერ მაღალი იქნებოდა.

9.ბორჯომი-ბაკურიანი , ეს ხიდი ეიფელის აშენებულია
10.მსოფლიოში ყველაზე ღრმა კასტრული გამოქვაბული მდებარეობს აფხაზეთში.სახელად-კრუბერა.


















Saturday, April 25, 2015

9 ყველაზე საოცარი გზა მსოფლიოში

     ალბათ, თქვენც გქონიათ მომენტი, როდესაც ავტომობილის მართვისას გზაზე მოხვდებით, რომელიც იმდენად გაჯერებულია ბუნებრივი თუ არაბუნებრივი მორთულობებით, რომ ყველა პრობლემა მყისიერად გავიწყდებათ და რაღაც სხვა, სიურეალურ, რომანტიულ სამყაროში გადადიხართ. ფანჯრებს ბოლომდე ჩაუწევთ, მუსიკას გამორთავთ და ბუნების „სიჩუმეს“ დაუგდებთ ყურს. ახლა უკვე ნამდვილად იცით, რომ ცხოვრება მართლაც მშვენიერია და  გინდებათ რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს ეს სიმშვენიერე. წარმოგიდგენთ 9 ყველაზე საოცარ გზას მსოფლიოში …

Overseas Highway, ფლორიდა        

წარმოიდგინეთ, მოძრაობთ საოცარ გზაზე, რომელიც ორ კუძულს შორის, 205 კილომეტრ მანძილზეა გადაჭიმული ლურჯი ოკეანის თავზე. 1938 წელს აშენებული მაგისტრალი წარმოშობით 1912 წელს აშენებულ რკინიგზას წარმოადგენს, რომელიც ძლიერმა ქარიშხალმა დაანგრია.
ორ საათიანი  გზა კიდევ უფრო მეტ სიამოვნებას მოგანიჭებთ, თუკი მოგზაურობას ისე დაგეგმავთ, რომ მანქანის მართვის პარალელურად მზის ამოსვლით ან ჩასვლით დატკბობა მოგიწიოთ.

Guoliang Tunnel Road, ჩინეთი 


  ეს, ჩემი აზრით, მსოფლიოში ყველაზე გასაოცარი გზა, აშენებული მხოლოდ 13 ადგილობრივი სოფლის მოსახლის მიერ მხოლოდ ხუთ წელიწადში. და ეს ის შემთხვევაა, როდესაც რწმუნდები, რომ ადამიანის შესაძლებლობებს მართლაც არა აქვთ საზღვარი. გულიანგის გვირაბის ფოტოები ხშირად ეშლებათ ბოლივიის „სიკვდილის გზაში“. მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელიც ძალიან სახიფათოა, ჩინურ სივდილის გვირაბს მაინც ვერ შეედრება. გუოლიანგი მსოფლიოში ყველაზე საშიშ გზად არის მიჩნეული, თუმცა, ალბათ დამეთანხმებით, აქ მიღებული ადრენალინი მთელი ცხოვრება თან გაგყვებოდათ.


Ruta 40, არგენტინა

წარმოიდგინეთ შოკის მომგვრელად გრძელი გზა, 4406 კილომეტრი, რომელიც 20 ნაციონალურ პარკს აკავშირებს ერთმანეთთან და რომელიც ანდების მთებს მიუყვება. არგენტინის „რუტა 40“ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გრძელი გზაა. ზოგიერთ მონაკვეთში მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 5000 მეტრს აღწევს. მოკლედ, მართლაც თავგადასავლებით სავსე და სასიამოვნო მოგზაურობა შეიძლება გამოგივიდეთ!!





Iroha-Zaka, იაპონია


გზა, რომელიც იაპონიის მაგიურ ბუნებაშია ინტეგრირებული, ნიკოსა და ოკუ-ნიკოს დასახლებებს აერთებს ერთმანეთთან. „იროჰა-ზაკა“ შედგება 48 რკალისებრი მოსახვევისგან. ეს ციფრი შემთხვევითი სულაც არ გახლავთ, ძველ იაპონურ ანბანში სწორედ ამდენი ასოა.







Khardung Pass, ინდოეთი

უნდა მოხვდეს თუ არა თბილისის ახალი ესტაკადები ჩვენს სიაში? – მიუხედავად იმისა, რომ ისინი საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურებიან, არა მეგობრებო, მათ არანაირი შანსი არა აქვთ. რატომ? – მაგალითად, გზა, რომელსაც ახლა წარმოგიდგენთ მდებარეობს ყველაზე მაღლა მსოფლიოში, უფრო კონკრეტულად - 5,359 მეტრზე.






Transfagarasan, რუმინეთი

ეს არის გზატკეცილი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე პოპულარულმა საავტომობილო შოუმ, Top Gear-მა, მსოფლიოში საუკეთესო გზად დაასახელა. ტრანსფაგარასანი 70იან წლებში აშენდა. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს, ნიკოლაე ჩაუშესკომ, რომლის ძალისხმევითაც მოხერხდა ამ გზის აგება, მსოფლიოში საუკეთესო ფორმულა 1-ის ტრასის აღება და უმშვენიერეს პეიზაჟში მისი ინსტალაცია დაავალა მშენებლებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩაუშესკუ სიკვდილით დასაჯეს, მთელი მსოფლიოს ავტომოყვარულები მადლობელნი არიან კაცის, რომელმაც მათ საუკეთესო გზა აჩუქა.  

Karakoram, ჰიმალები


კარაკორამის გზა ცნობილია როგორც „მეგობრობის გზატკეცილი“. იგი ჩინეთსა და პაკისტანს აკავშირებს ერთამეთთან. კარაკორამი 1300 კილომეტრი სიგრძისაა და პირდაპირ ჰიმალაებს კვეთავს. გზად უამრავ რომანტიულ ადგილს გადააწყდებით – მაგალითად, მოჩვენებებით სავსე ქალაქი აბოთაბადი, სადაც აწ განსვენებულმა ოსამა ბინ ლადენმა იპოვა თავისი სიყვარული 




Highway 1, კალიფორნია


ეს მაგისტრალი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გზა გახლავთ მოგზაურობის მოყვარულთა შორის. იგი კალიფორნიის სანაპირო ქალაქს, სან სიმეონს, აერთებს ბიგ სურის კარმელთან.
ზოგს, ალბათ, ძალიან შეეშინდებოდა გიგანტური ფრიალო კლდეებიდან გადმოხედვა, სხვებისთვის კი ეს ენით აღუწერელი სიამოვნება იქნებოდა, მით უმეტეს, თუკი გავითვალისწინებთ, რომ იქ წყნარი ოკეანე გველოდება მისი ულამაზესი სანაპიროებით.

Red Rock Scenic Road, არიზონა


179-ე მარშრუტი, რომელსაც გარს წითელი ქვები და გრუნტი აკრავს, არიზონას მიუყვება 12 კილომეტრის მანძილზე. იგი აღიარებულია როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ხედების მქონე გზა და ცნობილია როგორც “მუზეუმი კედლების გარეშე”.








იმედია ისიამოვნეთ )) ♥