Thursday, May 7, 2015

არსებობისთვის ბრძოლა და მისი ფორმები

   როგორც ვიცით საარსებო პირობები შეზღუდულია.ამიტომ ცოცხალ ორგანიზმებს უწევთ ბრძოლა არსებობისთვის.
არსებობისთვის ბრძოლა არსებობს ორი სახის:შიდასახეობრივი და სახეობათშორისი.
შიდასახეობრივი ბრძოლის მაგალითია ბრძოლა საკუთარი სახეობის წარმომადგენელთან საკვების მოსაპოვებლად,ტერიტორიის დასაკავებლად და სხვა.
     ეს სურათი ინდოეთშია ტბის პირას გადაღებული.აქ უამრავი გადამფრენი ფრინველი იყრის თავს.ტბაში არის თევზი კიბორჩხალები,რომლებსაც ფრინველები საკვებად იყენებენ.მაგრამ ფრინველების რაოდენობა ძალიან დიდია.ამიტომ მათ შორის მიდის კონკურენცია საკვებზე.ამ შემთხვევაში შესაძლებელია დააკვირდე როგორც შიდასახეობრივ,ასევე სახეობათშორის არსებობისათვის ბრძოლას,რადგან ტბაზე არამარტო ერთი,არამედ მრავალი სხვადასხვა სახეობის ფრინველი იყრის თავს.
ტბის სანაპიროზე ხშირად პოულობენ ხოლმე მკვდარ ფრინველებს.ისინი მათივე ან სხვა სახეობის ფრინველებმა დაჩაგრეს არსებობისთვის ბრძოლაში.
   სახეობის წარმომადგენლებს არსებობისათვის ზუსტად ერთნაირი პირობები ესაჭიროება.
არსებობისთვის ბრძოლა მოიცავს,არა მხოლოდ წინააღმდეგობრივ-ურთიერთობებს,არამედცოცხალი ორგანიზმების ურთიერთდახმარებას. მაგალითად,ლომები ერთად იკრიბებიან დიდი ზომის ცხოველებზე სანადიროდ,კამეჩები კი ერთობლივად გააძევებენ ხოლმე თავდასხმაზე გადმოსულ ლომს.
არსებობისთვის ბრძოლა გულისხმობს აგრეთვე თავდაცვას არაცოცხალი ფაქტორების ზემოქმედებისაგან. ამ ბრძოლაში ჩაბმულია ყველა ცოცხალი ორგანიზმი და არა მარტო ცხოველები. მაგალითად,მცენარეები კონკურენციას უწევენ ერთმანეთს წყლის და საკვებისათვის,მზის სინათლისთვის და სხვა.დაბურულ წიწვოვან ტყეში ნაკლებად იზრდება დაბალტანიანი მცენარეები,რადგან მათ მაღალტანიანი მცენარეები მზეს უჩრდილავს.

1 comment: