ეკოსისტემაში შემავალ ცოცხალ ორგანიზმებსა და იმ გარემო პირობებს შორის, რომელშიც ისინი ცხოვრობენ, განუწყვეტელი ურთიერთკავშირია – მუდმივად ხდება ნივთიერებათა ცვლა. ეკოსისტემა შეიძლება ჩამოყალიბდეს ბუნებრივად ან ადამიანის ზემოქმედებით. ბუნებრივი ეკოსისტემებია: ტბა, ტყე, ველი, ჭაობი და სხვ. ხელოვნური ეკოსისტემაა მაგალითად ქალაქი, სოფელი და ა. შ.
ეკოსისტემაში მთავარია კვებითი ჯაჭვი რადგან თუ კი მისი უმცირესი კომპონენტი განადგურდება ეკოსისტემას საფრთხე ემუქრება.
წარმოიდგინე,რომ ტყეში სეირნობ.მაღალი ხეები მზეს ეფარებიან.შენ იცი რომ ხის გასაზრდელად მრავალი წელიწადია საჭირო.შესაძლოა ვიფიქროთ,რომ ტყე აქ ყოველთვის არსებობდა.მაგრამ ეს ტერიტორია ყოველთვის არ იყო დაფარული ტყით.დიდი ხნის წინათ ეს შეიძლება ყოფილიყო ტბა,რომლშიც ცოცხალი ორგანიზმები ცხოვრობდნენ.დროსთან ერთად მცენარეების და ცხოველების დაშლილი სხეულები ნელ-ნელა ილექებოდნენ ტბის ფსკერზე,სანამ ის საბოლოოდ არ გადაიქცა მწვანე ბალახებით და ყვავილებით დაფარულ ჭაობიან ადგილად.თანდათანობით ამ ადგილას ქარის მეშვეობით რაიმე ხის თესლი მოხვდა და დაიწყო ხეების ზრდა,რის შედეგადაც ტყე ჩამოყალიბდა.
ეკოლოგიური სუქსეცია არის პროცესი,რომლის განმავლობაში ორგანიზმების ერთი თანასაზოგადოება თანდათან მეორეთი იცვლება.
წარმოიდგინე პირობები რომლებიც ამოფრქვევადი ვულკანის გარშემო არსებობს.ძალიან ცხელი გამდნარი ლავა მიწაზე მიედინება და თავის გზაზე ყველაფერს ანადგურებს.როცა ლავა ცივდება,ის ახალ ზედაპირს ქმნის.
კენიური ანდაზის თანახმად-,,მოუარეთ დედამიწას,ის საჩუქრად არ მიგიღიათ მშობლებისგან-იგი თქვენმა შვილებმა გათხოვეს.”
No comments:
Post a Comment