არცთუ იშვიათად ხდება. თქვენ ფიქრობთ, რომ ეს მხოლოდ ზღაპრებია პატარებისთვის? მათ ვისაც მისტიკის სჯერათ, ირწმუნებიან, რომ ეს სულაც არ არის ასე და დედამიწაზე ახლაც არსებობს ტყეები, სადაც აუხსნელი, იდუმალი ფაქტები ფიქსირდება.
Wychwood Forest – დიდ ბრიტანეთში არის ტყე, რომელიც ოქსფორდშირის საგრაფოში მდებარეობს და ოდესღაც სამეფო სანადირო ადგილებს წარმოადგენდა. აქ მოხვედრილი
ხალხი გრაფ ლესტერის გარდაცვლილი მეუღლის აჩრდილს ხედავენ, რომელიც გაურკვეველ ვითარებაში, ამავე ტყეში დაიღუპა. ლეგენდის თანახმად, ერთხელ დაქვრივებული გრაფი ტყეში ნადირობისას
გარდაცვლილ მეუღლეს გადაეყარა. აჩრდილმა უთხრა, რომ ისინი ათი დღის შემდეგ კვლავ ერთად იქნებიან. ათ დღეში, სრულიად ჯანმრთელი მამაკაცი მართლაც ავად გახდა და დაიღუპა. აჩრდილი კი დღემდე დაბორიალობს ტყეში.
Frith Wood – ეს ტყეც დიდ ბრიტანეთში მდებარეობს. მე–19 საუკუნეში, აქ, ნაპოლეონის ომების დროს ტყვედ ჩავარდნილი ფრანგი სამხედროებისათვის ყაზარმები ააშენეს. ერთ–ერთი ტყვე ადგილობრივ გოგონას შეუყვარდა, მაგრამ ამ სიყვარულის
წინააღმდეგნი მამა და ძმა აღმოჩნდნენ, რომლებმაც უცხოელი მხეცურად მოკლეს. რამდენიმე დღის შემდეგ, გოგონაც მკვდარი იპოვეს. სავარაუდოდ, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მას შემდეგ, ტყეში ხშირად ხედავდნენ მობორიალე აჩრდილს, რომელიც ადგილობრივ გლეხებს აშინებდა.
Epping Forest – კიდევ ერთი იდუმალი ტყე, რომელიც დიდ
ბრიტანეთში, კერძოდ, ლონდონის აღმოსავლეთით მდებარეობს, გამოირჩევა არა მხოლოდ მისტიკური, არამედ რეალური საშინელებებითაც. ეს იყო ცნობილი, დაუნდობელი დამნაშავეების – დიკი ტარპინის და პოლიციელის მკვლელის, გარი რობერტსის თავშესაფარი. ამბობენ, რომ ბოროტი ტარპინის აჩრდილი ახლაც დაძრწის ტყეში. ბრიტანეთის ერთ–ერთი სატელევიზიო არხი მოჩვენების გადაღებას შეეცადა, თუმცა ვერაფერს მიაკვლია.
Schwarzwald – ნაკლებად საშინელი ისტორიები უკავშირდება
გერმანიაში მდებარე ამ დაბურულ, უღრან ტყეს. ის მდინარე რაინის ნაპირის გასწვრივ მდებარეობს და ძმები გრიმების და სხვა არაერთი მეზღაპრის შთაგონების წყარო გახდა. იქ მოხვედრილს
მართლაც უჩნდება შეგრძნება, რომ სადღაც ზღაპრულ სამყაროში მოხვდა და იქ სიახლოვეს ელფები და კუდიანები იმალებიან. ტყეში შესვლისთანავე, მნახველის გონებაში ცოცხლდება ზღაპრები ბოროტ ჯადოქრებზე, კეთილ გნომებზე, მოჩვენებებზე, შავი მაგიის საშუალებით მომხდარ სასტიკ მკვლელობებზე...
Hoia-Baciu – ეს ტრანსილვანიური ტყე, რომელიც რუმინეთში მდებარეობს, შოკში აგდებს ნებისმიერს. გარშემო მდებარე სოფლების მცხოვრებლები ირწმუნებიან, რომ ტყის ცენტრში მდებარეობს ცარიელი ადგილი და თუ იქ შეხვედი, უკან ვეღარასდროს დაბრუნდები. როდესაც ამ ადგილს ადამიანი უახლოვდება, პანიკის შეგრძნება ეუფლება და გულისრევები ეწყება. საშიშ ტერიტორიასთან მიახლოვება სხვა ნიშნებითაც შეიძლება შეამჩნიოთ: ამ მიდამოებში,
ხეები, რომლებიც წესით სწორად უნდა იდგნენ, გაკვანძულები არიან.
Aokigahara – იაპონიაში, ფუძის მთის ჩრდილო–დასავლეთით, მდებარეობს დაბურული ტყე, რომელიც პლანეტის ერთ–ერთ
ყველაზე სახიფათო და უცნაურ ადგილად ითვლება. ტურისტს იქ გზა ძალიან ადვილად დაებნევა, რადგან კომპასი ჭკუიდან გადადის და ისრები უაზრო ტრიალს იწყებენ. თუმცა, გეოლოგებს ამ მოვლენის მეცნიერული ახსნა აქვთ და ირწმუნებიან, რომ ამ მოვლენის მიზეზი ხეებს ქვემოთ, მიწის სიღრმეში არსებული რკინის გიგანტური ფილებია, მაგრამ ახსნა არ აქვს იმ მოვლენას, რომ 1950 წლიდან მოყოლებული დღემდე, 500–მა ადამიანმა ამ ტყეში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ადგილობრივების მონათხრობით, ტყიდან ყოველ ღამით ისმის ყვირილის ხმა. როგორც ჩანს, გარდაცვლილთა სულებმა სიკვდილის შემდეგაც ვერ ჰპოვეს მოსვენება...
ყველაზე სახიფათო და უცნაურ ადგილად ითვლება. ტურისტს იქ გზა ძალიან ადვილად დაებნევა, რადგან კომპასი ჭკუიდან გადადის და ისრები უაზრო ტრიალს იწყებენ. თუმცა, გეოლოგებს ამ მოვლენის მეცნიერული ახსნა აქვთ და ირწმუნებიან, რომ ამ მოვლენის მიზეზი ხეებს ქვემოთ, მიწის სიღრმეში არსებული რკინის გიგანტური ფილებია, მაგრამ ახსნა არ აქვს იმ მოვლენას, რომ 1950 წლიდან მოყოლებული დღემდე, 500–მა ადამიანმა ამ ტყეში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ადგილობრივების მონათხრობით, ტყიდან ყოველ ღამით ისმის ყვირილის ხმა. როგორც ჩანს, გარდაცვლილთა სულებმა სიკვდილის შემდეგაც ვერ ჰპოვეს მოსვენება...
No comments:
Post a Comment